2020-05-18 12:31:42, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - 8 მარტის შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ ითქვა რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ გიორგი რურუასთან დაკავშირებით
ხელისუფლებამ იგივე უნდა გააკთოს გიორგი რურუას შემთხვევაში, ეს ძალიან მკაფიოდ ითქვა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშნელოვანია მალე გადავიდეს ქვეყანა და ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების მეორე საარჩევნო რეფორმების ნსაწილზე.
„ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა და იგივე უნდა გააკეთოს გიორგი რურუას შემთხვევაში, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუაც იყო ამ შეთანხმების ნაწილი და რაც უფრო მალე დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან