13:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 11:16:42, 1891 ნახვა

საზოგადოება
„წარაფი“ - საქპატენტმა ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს „წარაფი“ დაემატა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე „წარაფი“ ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.

„საქპატენტის ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.

“წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინის­ტრა­ციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის  ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემა­ტოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშე­ბის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან“, - ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

“წარაფის” სრულ სპეციფიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics