2020-05-14 14:57:05, 2164 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე დაწესებულ შეზღუდვებზე - ეს არის მთავრობის იდიოტური პოლიტიკის გაგრძელება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები მთავრობის იდიოტური პოლიტიკის გაგრძელებაა.
მისივე თქმით, დაწესებულ შეზღუდვებს ვირუსის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს არის მთავრობის იდიოტური პოლიტიკის გაგრძელება. ან თავის დროზე რატომ შემოიღეს ან ახლა რატომ ტოვებენ? 3 ადამიანის შეკრება თუ შეიძლება მანქანაში ჯდომა რატომ არ შეიძლება? ეს სისულელეები, კომენდატის საათი და ასეთი მოგონილი რაღაც შეზღუდვები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსის გავრცელებასთან, ვის ჭირდება, გარდა იმისა, რომ ურთულებენ ხალხს ცხოვრებას. ამ შეზღუდვების პარალელურად კიდევ არ აძლევენ მოსახლეობას დახმარებას. ერთი თეთრი არ მიუღიათ უმუშევრად დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან