16:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 14:51:23, 2391 ნახვა

საზოგადოება
ბილაინი მომხმარებლებს უცხო ენების შესწავლის, მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მომხმარებლებს წვდომას აძლევს უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს 1-თვიან პრემიუმ პაკეტზე. Busuu უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. ამჟამად პლატფორმა 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისთვის მომხმარებელი  შედის ვებგვერდზე https://beeline.ge/promo და გადის მარტივ ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ით ვაუჩერის კოდს იღებს. ამის შემდეგ მომხმარებელი გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის ძირითად მენიუში ირჩევს „Redeem a Voucher” სადაც შესაბამის ველში SMS-ით მიღებული კოდი შეყავს და სარგებლობს 1 თვიანი პრემიუმ პაკეტით სრულიად უფასოდ.

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics