2020-05-14 14:32:13, 1129 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - შეთანხმების შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში
შეთანხმების შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანაა პარტნიორების ზეწოლით, მათ შორის შიდა ზეწოლით, შეთანხმება შესრულდეს.
„ჩვენი პარტნიორები ევროპაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სრულად აცნობიერებენ როგორ ადამიანთა აქვთ საქმე, ივანიშვილთან, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ ამ ჩვენი პარტნიორების ზეწოლით მათ შორის შიდა ზეწოლით ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს, ხელისუფლებამ შეასრულოს.
ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან