15:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 16:15:22, 1648 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - დავგეგმავთ თუ არა საპროტესტო აქციებს, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული

„დავგეგმავთ თუ არა საპროტესტო აქციებს იქნება სწორედ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ხალხის ჯანმრთელობაზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმუშავებენ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება პირნათლად შესრულდეს.

„ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმისთვის, რომ აიძულონ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს და ქვეყანა კიდევ ერთხელ შევიდეს კრიზისში.

საპროტესტო აქციები არის ზოგადად, რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დემოკრატიული ფორმა პოლიტიკური ბრძოლის. მაგრამ ამ კონკრეტულ პერიოდში, სანამ ქვეყანაში არ არის ბოლომდე დასრულებული კორონავირუსის პანდემია, ჩვენი ამოსავალი წერტილი შევუერთდებით თუ არა, დავგეგმავთ თუ არა საპროტესტო აქციებს იქნება სწორედ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ხალხის ჯანმრთელობაზე დამოკიდებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics