09:47 - 06 Jun, 2026
|
2015-08-20 10:20:27, 1288 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წვიმამ ძირითადად საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით გამოძახებები იყო. „ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. სარდაფებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით იყო გამოძახება უმეტესად დიდუბე-ჩუღურეთიდან და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან. ამაზე სერიოზული არაფერი არ ყოფილა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ანა ნიკოლაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)