|
2020-05-12 15:06:56, 1303 ნახვა
საზოგადოება
პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა - როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში - ავსტრიის პრესის სააგენტო (APA)
„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა - როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას სადაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. „იანვრის დასაწყისშივე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინე ზონებში გადაჰყავდათ" - აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური აპლიკაცია „Stop COVID“ დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. „ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან. სტატიის დასასრულს, ნათქვამია, რომ „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი.“
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)