02:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 15:11:11, 1353 ნახვა

კომენტარი
გახარია - ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობით, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი

იმ პროცესებში, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა, რადგან ქართულ ტურიზმს აქვს მაგნიტურობის ძალა - მთაც არის, ღვინოც, კიდევ ბევრი რამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს აჭარას, ისევე როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება.

პრემიერმა ისაუბრა ცალკეული ტურისტული ზონების კოვიდ-19-ისგან სუფთა ზონებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პატარა, მობილურ ზონებზე.

„ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სასტუმროებს, სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ ბათუმზე, როგორც ცალკე აღებულზე და გარკვეული წესები დავაწესოთ, რომ კოვიდისგან თავისუფალ ზონებად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობა, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანჟირება განსაზღვრულია იმ სექტორებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე - ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ ვიწყებთ მაგალითად ტურიზმით და არ ვიწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ თუ საშუალო შეწონილს ავიღებთ, ტურიზმის წვლილი ეკონომიკაში და ამავე დროს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა დარგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics