|
2020-05-11 12:42:54, 11994 ნახვა
ომი უკრაინაში
ფრანგი მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა
ფრანგი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Economist ავრცელებს. The Economist-ის ცნობით, მწეველთა თანაფარდობა არამწეველებთან შედარებით ამერიკაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში განსხვავებული იყო. მაგრამ კოვიდ ინფიცირებულთა შორის ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მწეველი პაციენტები პოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ. გამოცემის ავტორები წერენ, რომ მწეველებს „ბევრად ნაკლები ალბათობა აქვთ“ , რომ კოვიდ19-მა ძალიან დააზარალოს. Euronews-ის ცნობით, წინასწარი გამოკვლევის თანახმად, პარიზის Pitié-Salpêtrière საავადმყოფომ განაცხადა, რომ თამბაქო SARS-CoV-2- ის ინფექციისგან დამცავი ფაქტორია. Pitié-Salpêtrière საავადმყოფო წერს, რომ „ნიკოტინი შეიძლება იყოს შემოთავაზებული, როგორც შესაძლო პრევენციული საშუალება COVID-19 ინფექციის საწინააღმდეგოდ“. „მოწევას აქვს მძიმე პათოლოგიური შედეგები და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”, - აღნიშნავენ კვლევაში. რას ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მწეველნი უფრო დაუცველნი არიან ინფექციისგან. „მწეველებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ ფილტვების დაავადება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სერიოზული დაავადებების რისკს“, - განმარტავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ MERS დაავადების დროს მწეველები უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე არამწეველები. ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოწევა ზრდის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას, რადგან ხშირია კონტაქტი სახესთან. „ჩვენ არ გირჩევთ მოწევას, როგორც კორონავირუსით დაავადების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Euronews- სთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ამჟამად აწარმოებენ კვლევებს მოწევასა და ნიკოტინთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ დამატებით განცხადებებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)