2020-05-11 10:31:42, 1430 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინაში რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ადეიშვილი იმ კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც პროკურორების 80% გაცხრილა.
„ძველი პროკურორების 80% გენერალური პროკურატურის ცენტრალურ ოფისში, სწორედ ზურა ადეიშვილის თავმჯდომარეობით გაცხრილა კომისიამ. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდის ქვეშ არის. ადეიშვილი იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და ახლანდელი გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველიცააა რეფორმების დარგში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,