05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 10:06:54, 1314 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლისგანმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწისსისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნითგადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაოშეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობისადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონშიგანხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კიპროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველარეგიონს მოიცავს.

მომდევნო 3 წლის მანძილზე მიწის სისტემურირეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნისმასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმასნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიულიტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს. 

შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ

2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებულიმიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.

მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრებირეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობსმზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათამიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითიშედეგები მოიტანოს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics