05:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 15:05:13, 1619 ნახვა

რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 75–ე წლისთავისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო პაკეტი გადასცეს.

ბოლნისში მცხოვრებ სამ ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიისგან პირად ანგარიშზე 600 ლარი ჩაერიცხა.

„75 წლის წინ ფაშიზმი დამარცხდა. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, რომლის რიგებშიც ჩვენი თანამემამულეებიც იბრძოდნენ, კაცობრიობას აჩუქა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელმაც საფუძველი ახალ მსოფლიოს ჩაუყარა. მეორე მსოფლიო ომმა არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ ადამიანების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, რადგან მათ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქეს. სამამულო ომის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს მსურს მივულოცო. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი დროის გმირები გვაკლდებიან. მათ ამაგს ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3000-მდე მეომარი იბრძოდა, მათგან სამშობლოს მხოლოდ 500 დაუბრუნდა. ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics