17:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 12:39:54, 1479 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“  და ვიზას ინიციატივით,  საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და  ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში  - APPLE WALLET, TBC WALLET.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

·         მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;

·         მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;

·         მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;

·         ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

·         ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;

·         ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;

·         Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics