17:11 - 07 Jun, 2026
|
2020-05-09 11:44:09, 13069 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - რეანიმაციაში მყოფ სამ პაციენტს, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად კოვიდ19 აღარ უდასტურდება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფ სამ პაციენტს, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად კოვიდ19 აღარ უდასტურდება. მისი თქმით, კლინიკაში ორი ახალი კოვიდ ინფიცირებული მიიღეს. "ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 78 პაციენტი, აქედან 58 გვყავს დადასტურებული შემთხვევა. ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. 11 პირი განმეორებით ტესტირებაში ერთვება. რეანიმაციაში მყოფი პაციენტები, რომლებიც იყვნენ კორონა დადებითები, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად კოვიდ19 არ უდასტურდება. გუშინ ერთი 46 წლის პაციენტი მოვხსენით აპარატიდან, ჩაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევა გვყავს ორი", - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)