|
2020-05-09 11:11:06, 16073 ნახვა
კულტურა
ვოლსკი - კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას
"კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება ამ სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, "სააკაშვილის კლასტერისთვის" მისაღებია დესტრუქციული ფორმა, კუბილიუსის განცხადება კი, ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. "კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება ამ სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას. აქედან გამომდინარე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ თვითონ არჩევნები არ არის ამათთვის მისაღები ფორმატი, ვინაიდან დესტრუქცია არის მათი სტრატგეიული გეგმა. ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კუბილიუსის განცხადება. სრულიად უსაფუძვლოდ და მითუმეტეს ევროკპარლამენტის სახელით არაა გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტსაც ჩრდილს აყენებს", - განაცხადა გია ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტარმა ენდრიუ კუბილიუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართა და მათ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)