|
2020-05-08 16:08:16, 2066 ნახვა
მსოფლიო
ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით
ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში დეგრადირებული ურბანული ტყის განახლებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდს „ქართუ“ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ამ პროექტის დაფინანსებით ქალაქს უპრეცედენტო დახმარება გაუწია. ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. შეკრებილია პატრიოტი ადამიანების ის გუნდი, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალები არიან ურბანული ტყის დაგეგმვის თუ პროექტის განხორციელების საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო, მისი ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და სპეციალისტი ამ პროექტის განხორციელების მონაწილე იქნება. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ტყის აღდგენა და იმ პროექტის რეალიზება, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავეთ და რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, გაალამაზებს, დადებითად იმოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა უკავშირდება მისი ჰაერის ხარისხს, რომელიც, დიდწილად, გამოწვეულია მცენარეული საფარის ნაკლებობით. 700 ჰექტარზე ახალი, ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე და ჰაერზე. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას ამ პროექტის დაწყების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)