02:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 11:21:18, 1200 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ღია წერილით მიმართავს.

ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუს კუბილიუსი წერს, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება აუცილებელია, რომ შესრულდეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების შეუსრულებლობა პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„რამდენიმე თვის წინ, ბევრი რამ დავწერე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისის შესახებ, ასევე ჩვენი ძალისხმევის შესახებ, რომლის საშუალებითაც დავეხმარეთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რათა მიეღწიათ შეთანხმებისთვის და იმ კრიზისის დაძლევისთვის, რომელიც საერთაშორისო ნდობას მოიტანდა. მოხარული ვარ, რომ 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - წერს კუბილიუსი.

წერილში ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავას და გიორგი რურუას  საქმეზე და აღნიშნავს, რომ მათი პატიმრობაში დატოვება ეჭვქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას.

„სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ პოლარიზება კვლავ აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების შესაბამისად, მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხი ეჭვქვეშაა“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი ღია წერილში საუბრობს იმაზეც, რომ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, 8 მარტის შეთანხმების განხორციელების საკითხს თვალს ადევნებენ.

"მთავრობისთვის საჭიროა მკაფიო მოწოდება, რომ უზრუნველყოს საჭირო პირობები 2020-ს არჩევნებისთვის“, - აღნიშნავს კუბილიუსი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics