|
2020-05-08 10:12:33, 1304 ნახვა
საზოგადოება
ხმალაძე - თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი გაშენდება
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად. ირაკლი ხმალაძის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით გასხვისდა, 4 ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. „იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს აუქციონზე გამოაქვს საპრივატიზაციოდ და მისი ღირებულება არის 5 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავალს. პრივატიზაცია ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის აღდგენას, სწორედ იმ კომპლექსის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს განადგურდა და ტერიტორია გაიყიდა, რათა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იმ მიზნით, რომ იქ მომხდარიყო არა საცხოვრებელი კორპუსების, არამედ სპორტული ცენტრის მშენებლობა. ამის პარალელურად პრივატიზაცია დაიგეგმა იმგვარად, რომ მყიდველი ვალდებული იქნება ისეთი პროექტი განახორციელოს, რომლის მიხედვითაც იქ ჩოგბურთის 4 კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. შედეგად, თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე მალე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტულ კომპლექსს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)