17:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 19:18:14, 1664 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე რუსეთის შეთავაზებაზე - რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი გვაქვს

 „რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის შეთავაზებას, რომ აღადგინონ საპარლამენტო დიალოგი.

მისი თქმით, დიალოგი შეუძლებელია მანამდე, სანამ არ შეწყდება საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები არ იქნება გაყვანილი.

„რუსეთს პერიოდულად უჩნდება ეს იდეები, რომ რამენაირად ეცადოს საქართველო დაიბრუნოს, ამიტომ ხან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას გვთავაზობენ, ხან საპარლამენტო ურთიერთობების აღდგენას, არ მოხდება ეს მანამდე, სანამ არ შეწყდება საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები არ იქნება გაყვანილი. რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics