17:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 16:29:02, 1299 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე უფრო მეტად აქტუალური გახდება

ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში ეს არის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი.

„ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ესაა ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მიეწოდოს ხარისხიანი ტურისტული სერვისები.

„ესაა სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა, სადაც შევქმნით სპეციალურ მწვანე დაცულ ტერიტორიებს და ზონებს, სადაც პრივატულობის დაცვით, დისტანციის დაცვით ტურისტები შეძლებენ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას, რაც სრულიად შესაბამისობაში იქნება პოსტკოვიდური ტურისტული გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics