15:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 15:54:59, 1762 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს სესხის 80%-ს დავუსუბსიდირებთ

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მთლიანად გამიზნული და აგებულია ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებზე, მონახულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მოქმედი კომპანიების ქვედარგებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით,  2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიებს გამოუთავისუფლებს საბრუნავ საშუალებებს, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე დაფარონ სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე იყო გადავადებული, წლის ბოლომდე გადავადდება.

„რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებს - უპრეცედნტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო  და ეს არის უდიდესი  უმრავლესობა, პრაქტიკულად 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა სექტორს დაეხმარება და დაუსუბსიდირებs ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩ ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე.

„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით სექტორს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics