12:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 14:54:23, 1955 ნახვა

სამართალი
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 3 პირი. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics