23:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 10:20:15, 513 ნახვა

საზოგადოება
მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თბილისში, მდინარე მტკვარზე განხორციელებული პატრულირების შედეგად დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბრაკონიერების ორი ჯგუფი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით.

ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ  60კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics