|
2020-05-04 17:02:34, 1277 ნახვა
კომენტარი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ - საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშნველოვანი გამოწვევაა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. "რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში. ამის საპირისპიროდ, რუსულ ენერგო რესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, დაბალია საქართველოს რუსულ ინვესტიციებზე დამოკიდებულება", - წერია ანგარიშში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2% იყო. თუმცა, „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი 11.7%-მდე შემცირდა. "2013-2019 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ აშშ დოლარით (244%-ით) გაიზარდა, საიდანაც 110 მლნ რუსეთში გაყიდვებზე მოდის. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 133 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 57% იყო. საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთის წილი 90%-ზე მაღალია", - განაცხადეს ორგანიზაციაში. ამავდროულად, უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების მხრივ საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით არის დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს. "საქართველოს ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში რუსი ვიზიტორების წილმა მაქსიმალურ - 16%-იან მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია. 2019 წლის ივლისიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, რუსეთის წილი საქართველოს ტურიზმში 15.7%-მდე შემცირდა. პანდემიის გავლენაც რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლას მნიშვნელოვნად დაეტყო. 2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით, ხოლო წილი 13%-მდე შემცირდა. 2019 წლიდან რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები მცირდება. 2019 წელს რუსეთიდან 429 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მთლიანი ფულადი გზავნილების 29%-ია, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 56% იყო. 2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 21%-მდე შემცირდა. დროთა განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე საქართველოს დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები უფრო მიმზიდველია და ამ ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)