2020-05-04 14:03:28, 1427 ნახვა
საზოგადოება
6 და 7 მაისს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი.
მათივე ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,