15:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 21:48:56, 21935 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები იგზავნება, დგინდება კონტაქტები

გორის მუნიციპალიტეტიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 12 ადამიანის ნიმუში გადაიგზავნა.

საორგანიზაციო-საკოორდინაციო შტაბის წევრის, თამარ მელიქიას განცხადებით, აქედან ხუთი სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ინფიცირებულთა კონტაქტია, შვიდი კი იმ პირთა ნიმუშებია, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

სოფელ თერგვისსა და ფლავში თერმოსკრინინგი 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 105 ადამიანს.

ამასთან,  ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ქალაქში თერმოსკრინინგის პროცესში ჩართულები არიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები, სოფლებში კი მერის წარმომადგენლები.

სოფელ მუშევანში, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics