20:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 13:11:40, 1462 ნახვა

კომენტარი
მეუფე იობი ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე - გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, ამ დროს ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა კომენტარი გააკეთა ყინწვისში მომხდარ ფაქტზე.

მან აღნიშნა, რომ მამა საბა და მამა დავითი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მსგავს მდგომარეობაში კი ადამიანს განსჯის უნარი არ გააჩნია.

„გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში. მსგავსი შემთხვევები ხშირი არ ყოფილა. თქვენ ისიც თქვით, რომ თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში და არც ეპარქიაში არ მომხდარა მსგავსი რამ. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არა", - აღნიშნა მეუფე იობმა.

მეუფე იობმა ასევე განაცხადა, რომ მამა დავითი ეკლესიის წარმომადგენელი აღარაა. 

„ერის კაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. მამა დავითი იარაღს არ ატარებდა.

ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, მას ყველაზე მეტი შეზღუდვები ჰქონდა. მანამდე ის იშვიათად სვამდა, თავს იკავებდა ხოლმე", - განაცხადა მეუფე იობმა.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics