15:24 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 12:48:56, 8217 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 31 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს - არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ბეროზაშვილის განცხადებით, კლინიკაში 31 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. 

მანვე აღნიშნა, რომ კლინიკაში ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, რაც განპირობებულია თანმხლები დაავადებით.

„ჩვენს კლინიკაში ამ წუთისთვის არის 53 პაციენტი. აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი, რომელთაგანაც ყველა უარყოფითია. ახლა იწყება პაციენტების გადაყვანა და გაშვება სახლში, თვითიზოლაციაში.

პაციენტების უმეტესობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. რამდენიმე პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტია მართვით სუნთქვაზე, ესეც განპირობებულია თანმხლები დაავადების გართულებებით", - განაცხადა კახაბერ ბეროზაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics