20:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 11:19:44, 1246 ნახვა

კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი - ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ

„შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია  ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში.

„ამიტომ, რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე ჯერ კიდევ მოქმედებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებასაც არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში, შესაძლებელია, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ. რასაკვირველია, ეს არავის უნდა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ზუსტად შესრულდება გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics