20:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 18:30:15, 1316 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მიკროგრანტების პროგრამით განსაკუთრებული პრიორიტეტი ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მლნ ლარამდე იზრდება, -  ამის შესახებ დღეს პროგრმაის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

„ე.წ. მიკროგრანტების პროგრამა აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო - დღემდე ამით 6000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ეს არის პროგრამა, როდესაც ყველაზე მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ცალკეულმა ოჯახმა, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, ცხოვრობს სოფლად.  ეს თანხები საკმარისი იყო იმ პერიოდში მცირე აქტივობის დასაწყებად - ფერმა თუ მცირე საოჯახო სასტუმრო გაეხსნათ, ან პატარა წარმოება დაეწყოთ. პირველ რიგში - ჩვენ გავაოთხმაგეთ ბიუჯეტი, 10 მლნ ლარი გვქონდა და ახლა ამისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე იზრდება გრანტის მოცულობაც - 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, პროგრამის ბენეფიციარის მიერ შეტანილი თანდაფინანსების ოდენობა კი განახევრდება. 

„ორჯერ შევამცირეთ ის თანადაფინასება, რომელიც იყო მოთხოვნილი და თავად ბენეფიციარს უნდა მოეტანა - აქამდე თუ 20%-იან თანადაფინანსებას ვითხოვდით, ახლა ეს იქნება მხოლოდ 10 %", - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის პროგრნოზით, მიკროგრანტების განახლებული პროგრამით უახლოეს პერიოდში   სულ მცირე 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომლეთაც დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics