19:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 15:01:31, 2026 ნახვა

ეკონომიკა
ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა

ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა.

აღნიშნული, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა.

 „ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობამ, ჯერ კიდევ როდესაც იწყებოდა ეპიდემია, მყისიერი ნაბიჯები გადადგა ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად, ეს იყო ტურიზმის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა გადავადდა 4 თვით, შემდეგ, მცირე სასტუმროებისთვის მოქმედებს ცალკე პაკეტი და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე 3000მდე მცირე სასტუმრო მიმართავს დახმარებას, 50 ნომრამდე მქონე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუფსიდირება, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, დამატებით ყველა იურიდიული პირისთვის საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა გარკვეული პერიოდით. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი 600 მლნ ლარის ოდენობით, საბანკო სისტემის გავლით ისევ ბიზნესისკენ წარიმართება, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს ამით იმიტომ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ და კვლავ საბანკო სესხების ხელმისაწვდომობაა, რადგან გაიზარდა რისკები, შემცირდა შემოსავლები და ბიზნესი ისე მარტივად ვეღარ აიღებს სესხს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics