16:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 14:46:59, 1923 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა -4%-ით დაასრულებს, თუმცა გვაქვს შანსი 2021 წელს 20%-იან ზრდას დავუბრუნდეთ

ვცდილობთ ვმართოთ პროცესი, რომ ეს არ გახდეს ჩვენთვის სავალალო თუმცა ელევანდელ წელს ჩვენი ეკონომიკა მინუს 4%-ით დაასრულებს - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკის  მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა ორჯერ უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე მსოფლიო და ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ევრო ზონა. 

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია, შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრისიზის დარტყმა საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანტი კრიზისული გეგმა ბიზნესის მხარდასაჭერად არის მიმართული საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ცალკეულია დამიანის მხარდაჭერა, სამუშაო ადგილების და შემოსავლების შენარჩუნება.

გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიოს დაუდგა და საქართველო, როგორც გლობალური მსოფლიოს ნაწილი არარის გამონაკლისი. 2019 წელს ძლიერი აღმავალი ტენდენცია გვქონდა და ეკონომიკურად ორჯერ უფრო სწრაფად ვვითარდებოდით ვიდრე მთლიანად მსოფლიო და ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ევროზონა. თუმცა დაიწყო ეკონომიკური რეცესია და კრიზისი, რაც იქნება უარყოფითი ზრდის მომტანი როგორც მთლიანად მსოფლიოს ასევე საქართველოსთვის. განსაკუთრებით გაუჭირდება ევროპას, სადაც ჯერ კიდევ მძვინვარებს კრიტიკული პერიოდი. ასევე საქართველოში ჩვენც, ძალიან ეფექტურად, თუმცა კვლავ ვებრძვით ინფექციას და ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პროცესი და ის არ გახდეს ჩვენთვის კრიტიკული და სავალალო შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, წლევანდელი წელი მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის.

ჩვენი ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ჩვენ გვაქვს შანსი 2021 წელს კვლავ გავიზარდოთ, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და სულ მცირე 20%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რომელცი დაახლოვებით ევროპის ტემპს უდრის.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics