|
2020-05-01 12:10:42, 1798 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს, თუ როგორ განახორციელა ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა
საქართველოში კორონო ვირუსის დაფიქსირების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა. ყველა შესყიდვა განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით მათ შორის ისეტ კომპანიებთან რომლებიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა . ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ლევან თარხნიშვილმა და ბესო დონაძემ განაცხადეს. მათი თქმით: მაგალითისთვის, თებერვალის მარტის და აპრილის თვეში შპს შილდი დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აპრილს ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 2020 წლის 15 აპრილს 90 000 ლარის ოდენობით. შპს ტნკ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 თებერველას, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 13 აპრილს 40 000 ლარის ღირებულების შპს ელიტ მედიკალი დარეგისტრირდა 2020 წლის 12 მარტს, ჯანდაცვამ ხელშეკრულება გაუფორმა 15 აპრილს 700 000 ლარის ღირებულების საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანიების არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან რეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში და არ აქვს მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები რა კრიტერიუმებით მოხდა ამ კომპანიების შერჩევა და როგორ იქნა მოძიებული საქართველოს ბაზარზე. ასევე არსებობს კომპანიები რომლებსაც ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაუფორმდათ ხელშეკრულებები ხოლო მათი მფლობელები არიან ქართული ოცნების შემწირველები მაგალითად: შპს weekend-ს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 1 329 680 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის დამფუძნებელმა ბონდო გოლეტიანმა 2018 წელს 25 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას. შპს ჯეოფერუმს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაუფორმა 521 700 ლარის ღირებულების, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ლურსმანაშვილმა 2016-18 წლებში ქარტულ ოცნებას შეწირა 35 000 ლარი ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც რომ კომპნიის ძირითად საქმიანობა მითითებულია ლითონის-მეტალის რეალიზაცია შპს დოქტორ გუდსს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 750 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აღნიშნული კომპანიიის 49% ის მფლობელია სტარტაპ საქართველოს რომელიც ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს. პარტიის წევრი ბესო დონაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიები არ არიან რეგისტრირებულები შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)