21:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 09:55:05, 1477 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთის ელჩი - საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

აღსანიშნავია, რომ 50 ტონაზე მეტი სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა თბილისში 28 აპრილს ჩამოვიდა და მას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

ტვირთი სამინისტროს მიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს და მთავრობას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პერიოდში საქართველოსა და ჩინეთის წარმატებულ თანამშრომლობას.

თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ეფექტიანი ქმედებები დაავადების გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, მსგავსი ნაბიჯებით, ახლო მომავალში შეძლებს დაავადების დამარცხებას.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსთვის ამ დახმარების გადაცემის ღონისძიებას, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.  მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეუძლიათ ქვეყნებს ამ ეპიდემიის დამარცხება. პირველი დღეებიდანვე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსის გავრცელების პრევენციას და იღებს მტკიცე გადაწყვეტილებებს მისი კონტროლის მიზნით. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, გამოჯანმრთელებულთა მაღალი რაოდენობა და სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ეს ყველაფერი კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომებისა და ქართველი ხალხის მხრიდან სიტუაციის სერიოზულობის კარგად გააზრების შედეგია. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ახლო მომავალში დაამარცხებს ამ ეპიდემიას“, - განაცხადა ლი იანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics