22:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 15:31:03, 1359 ნახვა

საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - თუ ეპიდემიოლოგების მხრიდან რჩევა იქნება, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთის სოფლებშიც მოიხსნება

ორ გეოგრაფიულ პუნქტში დღეს უკვე მოიხსნა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება.

„როგორც ირაკლი ჩიქოვანის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე აღინიშნა, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და კარანტინი გაუქმდა იმიტომ, რომ თერმოსკრინინგის და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად ჩვენ მივიღეთ მეტნაკლებად დასტაბილურებული სიტუაცია, მოიხსნა რისკები.

შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეებს დაწესებული ჰქონდათ და მოგეხსენებათ საკარანტინე ზონებად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაცილებით მეტი შეზღუდვა მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩავთვალეთ, რომ ეს შეზღუდვები საჭირო აღარ იყო, დავეყრდენით პირველ რიგში ეპიდემიოლოგების რჩევებს და თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება ეპიდემიოლოგებისგან და შესაბამისი სპეციალისტებისგან იგივე მარნეულთან, ბოლნისთან, ან ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც გაუქმდება შესაბამისი რეჟიმები“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics