01:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 15:21:21, 1753 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ 2008-2009 წლებში მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის 0 ლარი გაიმეტა

„ნაცმოძრაობამ“ 2008-2009 წლებში მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის 0 ლარი გაიმეტა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კობახიძე წერს იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, თუ ამ ციფრებს რამდენიმე ათეული და ასეული მილიონით შევცვლით, მივიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას.

„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას:  სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: ???? ლარი; დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: ???? ლარი;სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: ???? ლარი; კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: ???? ლარი; ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ???? ლარი.

ეკონომიკური პაკეტი: სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: ???? ლარი; კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: ???? ლარი; კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: ???? ლარი; ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: ???? ლარი; ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: ???? ლარი; მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: ???? ლარი; კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: ???? ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა: ???? ლარი; სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ???? ლარი.

ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ????????????????-???????????????? წლებში. ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი: ასეულობით გაჩერებული მშენებლობა; ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი; ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი; ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე; 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.

იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას“, - წერს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics