|
2020-04-28 11:05:50, 1308 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სერვისს - „სახლიდან სახლში“
საქართველოს ფოსტის ახალი სერვისის „სახლიდან სახლში“ დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, მოგაკითხავთ მისამართზე და უზრუნველყოფს თქვენი გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იქნა ვირუსის COVID-19-ის გავრცელებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა სერვისი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაეცვათ რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რათა ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციას“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. საქართველოს ფოსტის თანამშრომლები სრულად არიან აღჭურვილნი დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით. ასევე კომპანია გზავნილთა მიღება/ჩაბარებას ახორციელებს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სერვისს. „სახლიდან სახლში“ სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე gpost.ge, ხოლო სერვისით სარგებლობისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრს 264 96 49. საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)