|
2020-04-27 16:58:14, 1952 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - კრიზისული ბიუჯეტის მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ისევ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკის გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მთავრობის ეს არასრულყოფილი გეგმა ჯერ მხოლოდ ფურცელზეა და დიდი დრო გავა, ვიდრე პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს ელემენტარულ დახმარებას. „ერთი მხრივ, გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის დახმარების და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება და ახლა გვესმის, რომ თურმე მომავალი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პრეზენტაციები. შემდეგ ამ პრეზენტაციებიდან განხორციელებამდე რა პერიოდი იქნება ამას ჯერ კიდევ არავინ გვეუბნება, ამიტომ კარგად ჩანს, რომ ეს არასრულყოფილი გეგმაც კი, ჯერჯერობით, არის მხოლოდ ფურცელზე არსებული და ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს, თუნდაც, ელემენტარულ დახმარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფურცელზე ვინაიდან არ არსებობს მთავარი - ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი. ის, რაც მოვისმინეთ პრემიერისგან არის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ 300 მილიონით შემცირება. გამოდის, რომ ხელისუფლება არაფერზე არ იკლებს თანხას, მას არ უნდა მოიკლოს თანხა ბიუროკრატიულ ხარჯებზე, მივლინებაზე, ფუფუნებაზე, არ უნდა თანხა მოაკლოს უამრავ უაზრო და არანაირი დატვირთვის მქონე პროექტს, რომელიც ქვყანაში მიმდინარეობს და ამის პარალელურად აბა რით ფინანსდება ყველაფერი ეს? მხოლოდ საგარეო დახმარებებით? ეს საგარეო დახმარების ფული ბიუჯეტში მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჯერ შემოსული. ამიტომ ბიუჯეტში ცვლილებების არარსებობა და კრიზისული ბიუჯეტის მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით ყველაფერი აქვს მხოლოდ ქაღალდზე და ეკონომიკურ ნაწილში ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)