23:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 16:25:37, 1377 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის.

გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და  Miami Ad School Europe - ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი - არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო ახალაია - Marketer.ge-ს დამფუძნებელი და  ბექა გუჯეჯიანი - ნიკა გუჯეჯიანის ძმა. ჟიურიმ გამარჯვებული  კონკურსში მონაწილე  18 კანდიდატს შორის შეარჩია.

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ MASE-ში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology და ასევე  კრეატიული ნამუშევარი თემაზე: Beauty of Georgia.

„ნიკას სურვილი იყო მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში, სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. შედეგად, ყოველწლიურად 1 ნიჭიერ ადამიანს უკვე  აქვს შესაძლებლობა,  ისწავლოს MASE-ში სრული დაფინანსებით. გვინდოდა ეს შესაძლებლობა მართლაც განსაკუთრებული და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა, რადგან განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School EU-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის  მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics