|
2020-04-27 16:24:49, 1278 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიები, რომელთაც პირველივე ეტაპზე მიეცათ ონლაინ ვაჭრობის უფლება, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმიანობის განახლებას და დაიცვან წესები
ის ფაქტი, რომ ონლაინ ვაჭრობის სფეროს და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცათ გააგრძელონ საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კომპანიები, რომელთაც დღეს ონლაინ განაახლეს საქმიანობა ან გადავიდნენ საქმიანობის დისტანციურ ფორმატზე, ვალდებული არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. „პირველ რიგში, ეს საჭიროებს უბრალოდ პასუხისმგებლიან მიდგომას იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც დღეიდან ეძლევა ფუნქციონიებს საშუალება. ეს არის ელემენტარული პირობები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის გაიდლაინებში",- აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კომპანიები ვალდებული არიან უზრუნველყონ თანამშრომლები პირადი დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირბადეებითა და ხელთათმანებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიტანის სერვისს ახორციელებენ და მომხმარებელთან ადგილზე მისვლა უწევთ. ასევე კომპანიებმა უნდა მოახდინონ ოფისებისა და საწყობების პერიოდული დეზინფექცია, უნდა ჰქონდეთ თერმოსკინრინგი, ოფისში ერთდროულად არ უნდა ჰყავდეთ 5 ადამიანზე მეტი და სხვა წესების დაცვა, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. „მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები - ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირადი დაცვის საშუალებები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე კლიენტის ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინ კომპანიები უნდა იყონ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)