|
2020-04-27 16:06:03, 1536 ნახვა
რეგიონი
საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა და საკონსულტაციო პროცესი საქართველოში: ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის
ამონარიდი ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მსოფლიო ბანკის ტექნიკური შეფასებიდან: „დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროცესის აღწერა ბრწყინვალეა. რეგიონის წარმომადგენლებთან დაგეგმვის პარტნიორების ფართო ჯგუფის შექმნა საინტერესო და ძალიან კარგი იდეა იყო. შესანიშნავი იყო სამუშაო ჯგუფსა და პარტნიორობის ჯგუფებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა - ეს ფრიად მისასალმებელია. აღწერილობის მიხედვით, საკვანძო დაინტერესებული მხარეები ჩართული იყვნენ პროცესში, რაც გამამხნევებელია. კარგი იყო ასევე შეხვედრების რაოდენობის შესახებ დეტალების ნახვაც, რაც მიუთითებს ფართო და ინკლუზიურ კონსულტაციის პროცესზე“.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტი პირველი შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. პროგრამის ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა და დემოკრატიის ინსტიტუტმა (IOD) მუნიციპალიტეტს აღმოუჩინეს მხარდაჭერა და წაახალისეს დაგეგმვის პროცესი. ოთხი თვის შემდეგ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები თითქმის ერთდროულად შეუერთდნენ ინიციატივას. როგორც სამი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აღმოჩნდა, რომ მსგავსი იყო მუნიციპალიტეტების გეოგრაფია, ადგილობრივი ეკონომიკის შემადგენლობა, განვითარების გამოწვევები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ბუნებრივი გამოსავალი იყო განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა. ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერის გარდა, ეს მუნიციპალიტეტები ასევე იღებენ აჭარის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მიერ გამოყოფილ მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წახალისებისთვის. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს მინიჭებული აქვთ „მაღალმთიანი“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი განვითარების მეტი გამოწვევის წინაშე დგანან, ვიდრე საქართველოს სხვა ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი. თუმცა, ამავე დროს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ეს სტატუსი მათ გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, სამი სამუშაო ჯგუფი გაერთიანდა საერთო სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის განსახილველად და მასზე სამუშაოდ. შეხვედრებში ჩასართავად მათ მოიწვიეს რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები. თანამშრომლობის საკვანძო სფეროებსა და პოტენციურ გადაჭრის გზებზე კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. ერთობლივი სამოქმედო გეგმის სამი მთავარი მიზანი იყო შემდეგი: სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა (ადგილობრივი ფერმერებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებით), ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნა („ჩანჩქერის ბილიკი“), ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს მხარდაჭერის სერვისების შექმნა. გეგმის პრეზენტაციისა და დისკუსიების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს კომენტარებისთვის გადაეცათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტის დოკუმენტი. კონსულტაციების აღნიშნული ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ, შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გაიგზავნა ოფიციალური შეფასებისთვის 2020 წლის იანვარში დოკუმენტი ოფიციალურად დაამტკიცა მსოფლიო ბანკმა, ამჟამად კი იგი განხორციელების ფაზაშია.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 200-ზე მეტი გეგმიდან, რომლებიც ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ხელმომწერებმა შეიმუშავეს და მსოფლიო ბანკმა ტექნიკური შეფასების გზით დაამტკიცა, განსაკუთრებით გამორჩეულია ერთი დოკუმენტი და ეს არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)