23:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 13:27:22, 1549 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - ბაზრების გახსნის გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში არსებულ შტაბებთან შეთანხმებით მიიღებს

ბაზრები, რომელბიც არ მუშაობდნენ საგანგებო ვითარების გამო ეტაპობრივად აღადგენენ მუშაობას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო თითოეულ რეგიონში არსებულ შტაბთან შეთანხმებით მიიღებს - ამის შესახებ,გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშილმა განაცხადა.

მანა სევე აღნიშნა, რომ უთანხმოება, რომელიც ქვემო ქართლში შეიქმნა, სახელმწიფოს ადგილობრივ მწარმოებლებთან კომუნიკაციის შედეგად დარეგულირდა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა გარკვეული უთანხმოებები, ქვემო ქართლში, რომელიც დარეგულირდა სახელმწიფოს ჩარევით ადგილობრივ მწარმოებლებთან. მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის თბილისში, ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების მუშაობის აღდგენა, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობდა. თქვენ იცით, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა, იმ წესების დაცვით, რომელიც ძალიან მკაფიოდ იყო გაწერილი. ბაზრები, რომლებიც აკმაყოფილებენ ეხლანდელ სტანდარტებს, ისინი კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საბოლოოდ მათთან ერთად გადაწყვეტილებას ადგილზე მოქმედი შტაბები იღებენ, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics