17:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 12:54:32, 2862 ნახვა

ეკონომიკა
Gnomon Wise - თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს

„თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს“, - ამის შესახებ ნათქვამია Gnomon Wise-ის კვლევაში.

მათი ცნობით, ინფლაციის მოცემული მიშნული განპირობებულია იმით, რომ „ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა“.

„ფისკალური პოლიტიკის გადაწყობასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაა აუცილებელი. თუ პანდემიის წინა პერიოდს გადავხედავთ, მონეტარული პოლიტიკა საგრძნობლად დესტრუქციულ როლს თამაშობდა. უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება 3%-ს.

ეს ფაქტი მარტივად ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა. ის, ისტორიულად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იმგვარად იყენებს, რომ ფულის მასა და შედეგად, ფასები იზრდება. თუმცა 2019 წელს ფულის მასის ზრდა განსაკუთრებით სწრაფი იყო, რამაც ფასების ზრდაც დააჩქარა“, - ვკითხულობთ Gnomon Wise-ის კვლევაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics