17:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 11:29:41, 1750 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ, 2020 წლის პირველი აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.36 მლრდ ლარით, ანუ 8.89%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით ნაკლები).

აღნიშნული შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.19 მლრდ ლარით, ანუ 10.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.06%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.17 მლრდ ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.68%-ით).

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 33.72 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 4.59 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.86 პროცენტული პუნქტით).

„მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.53%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.60%, ხოლო ევროს წილმა 13.91% შეადგინა“, - აღნიშნავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics