|
2020-04-26 21:23:06, 15330 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - შვეიცარიაში COVID19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებში პროფილაქტიკური მკურნალობის კლინიკური კვლევა დაიწყო
ა.წ. 23 აპრილს ქ. ჟენევისა და ქ. ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების და შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (Swiss TPH) მიერ დაიწყო მასშტაბური კლინიკური კვლევის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ახლად დადასტურებულ COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) და ლოპინავირ/რიტონავირით პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. „პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა შესაძლოა პრაგმატული მიდგომა იყოს COVID-19-ის ადრეულ ეტაპზე ეპიდაფეთქებების შეკავებისა ან შერბილებისთვის“ - განაცხადა ქ. ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის აივ ინფექცია/შიდსის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა Alexandra Calmy-იმ, რომელიც ამ უნივერსიტეტში ზემოთაღნიშნული პროექტის ლიდერიცაა. მისივე სიტყვებით „კონტაქტში მყოფი პირების COVID-19-ით ინფიცირებისგან დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია არამარტო ინდივიდუალური ჯანრმთელობის კუთხით, არამედ ის შესაძლოა დამტკიცებულ იქნეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინოვაციური მიდგომა“. აღნიშნულ კვლევაში ჩართული იქნება COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი 400 პირი, რომლებშიც შეფასდება ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) და ლოპინავირ/რიტონავირის ეფექტიანობა COVID-19-ის პროფილაქტიკის თვალსაზრისით. „კვლევის ფარგლებში ახლად დადასტურებული COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონატაქტში მყოფი პირები რანდომულად (შემთხვევითობის პრინციპით) განაწილდებიან სამ ჯგუფად. კვლევის პირველი ჯგუფის მონაწილეები მიიღებენ მედიკამენტ ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) ერთ დოზას. კვლევის მეორე ჯგუფის პირებს მიეცემათ აივ ინფექციის სამკურნალო ანტირეტროვირუსული მედიკამენტი ლოპინავირ/რიტონავირი 5 დღის მანძილზე, ხოლო კვლევის მესამე (საკონტროლო) ჯგუფის მონაწილეები არ მიიღებენ ზემოთაღნიშნული ორი მედიკამენტიდან რომელიმეს. ყოველდღიური მონიტორინგის შედეგად შეფასდება, განუვითარდება თუ არა კვლევაში ჩართულ პირებს COVID-19-ის სიმპტომები და თუ კი, ამ შემთხვევაში რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება ინფექცია“,-აცხადებს ცერცვაძე. „თუ დადასტურდება ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) და/ან ლოპინავირ/რიტონავირის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობა, ეს საშუალებას მოგვცემს COVID-19-ით პაციენტების ახალი შემთხვევების აღმოცენების შემთხვევაში ვიმოქმედოთ სწრაფად და ჩავაწყნაროთ პანდემიის შიშისმომგვრელი მეორე და მესამე ტალღები“- განაცხადა კვლევის ლიდერმა, პროფესორმა Niklaus Labhardt-მა თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას საშუალო, მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მაგრამ არა საპროფილაქტიკოდ. აგრეთვე ლოპინავირ/რიტონავირის გამოყენებას სამკურნალოდ. თუ დადასტურდება ამ მედიკამენტების ეფექტიანობა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ეპიდემიის შესაჩერებლად.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)