|
2020-04-25 09:48:17, 1492 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება მოვლენებს აკვირდება, რის მიხედვითაც გადადგამს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ამჟამიდელი ხელისუფლების საფიქრალია. პოლიტიკული დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს, მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს თანამდებობას. ამ თემაზე გაჩნდა, რა თქმა უნდა, კითხვები და მედიის ინტერესი. პირველად როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა პოროშენკოს დროს, ძალიან კარგად გვახსოვს და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გაანალიზოს. ჩვენ ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და, რასაკვირველია, შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დარწმუნებული ვარ უკრაინასაც იგივე განწყობა აქვს საქართველოს მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უამრავი რამ აერთიანებს, მათ შორის პრობლემები და საერთო მტერი, რასაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. „ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში. პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, წინა პრეზიდენტის დროს, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე არ გვქონია მძაფრი რეაქცია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა კი მისი დანიშვნა, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ხალხის მიერაც კი შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული მეგობარი უკრაინის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)