00:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 18:54:44, 1820 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დაიცავს ბალანს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის

„ჩვენ დღეს განვითარებაზე ვერ ვლაპარაკობთ, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ გადარჩენაზე - დაწყებული ადამიანის ჯანმრთელობიდან და სიცოცხლიდან, გაგრძელებული ბიზნესით და ქვეყნის ეკონომიკით", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ  ამ ბალანსის პირობებში  მიზნობრივად და სეგმენტურად ხდება ადამიანებთან მიმართებით კონკრეტული თანხების განსაზღვრა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიგოს, რომ ეს არ არის განვითარების გეგმა. ეს არის  ამ კრიზისში კონკრეტული პერიოდის გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება ადამიანებს, მეორე მხრივ კი, იმ ეტაპებს, რომელიც პრემიერმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა ანუ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დაიცავს  ბალანს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის.

რა თქმა უნდა, ვინც საშემოსავლოს იხდიდა - 350 ათასი ადამიანი, ექვსი თვის განმავლობაში მიიღებდა 1200 ლარზე გაცილებით მეტს.  შესაძლებელია, ერთ თვეშიც კი მეტი ჰქონოდა თითოეულ მათგანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ელემენტარული პურის ფული მაინც ჰქონდეთ ადამიანებს, რომ მათ არ შეექმნათ ელემენტარული საკვების პრობლემა.  გარდა ამისა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ საკვების თანხებზე  და ამ კუთხით მხარდაჭერაზე. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი  კომუნალური გადასახადების დაფარვის კუთხით და დაახლოებით, მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამით. ამას ემატება უამრავი მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ჩაიდო ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში", -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics