00:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 14:17:47, 1247 ნახვა

კომენტარი
გახარია - სოციალურად დაუცველი პირები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო სოციალურად დაუცველ 190 ათას მოქალაქეს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფს.

მან ასევე განაცხადა, რომ დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვებიც მიიღებენ.

„ჩვენ სოციალურად საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვაქვს. საკმაოდ დიდი მოცულობა გვყავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე.

ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ოჯახები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასსა და 100 ათასს შორის, ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ ჯგუფს, მაგრამ ყურადღების გარეშეა დატოვებული 65 ათასსა და 100 ათასს შორის მყოფი ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანების და არასრულწოვანი შვილის ყოლის პირობებში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ, კიდევ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის 70 ათასი ოჯახი 190 ათასი მოქალაქე.

ამასთან ერთად ოჯახები, რომელთ ასოციალური  სარეიტინგო ქულა არის 0 დან 100 ათასამდე და ჰყავთ სამი და მეტი 16  წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, სახელმწიფო დაეხმარება ასევე 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების საქართველოში 21 ათასია და მოიცავს 130 ათას მოქალაქე.

ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე მიიღებენ დახმარებას 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით,  ასეთი სულ 40 ათასი მოქალაქე გვყავს საქართველოში “, - განაცხადა გახარიამ.









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics