2015-08-14 17:40:36, 340 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან